ანონსი  5 მარტი

5 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირებული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, მყარი ნაწილაკების მატება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი: მთავარი დამაბინძურებლები და გავლენა ჯანმრთელობაზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას, რომელსაც პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გახსნის.

ანგარიშისა და სამომავლო გეგმების დეტალურ პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს.

მის: სასტუმრო „პარაგრაფი"

5 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „წერილი აშშ-ს ელჩს საქართველოში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 მარტს, 11:30 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ იხსნება.

„თანასწორობის კუთხეს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები მწერალ და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად გახსნიან, რომელიც მოზარდებთან გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრებს.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300

5 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

5 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

5 მარტს, 13:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვას წარუდგენს.

მის.: თელავის ქ. 20, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“.

5 მარტს, 14:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მიუნხენის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ბერნდ შუნემანი.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1.

საკონტაქტო პირი: 555451001 ქეთევან სულხანიშვილი

5 მარტს, 15:00 საათზე, მცხეთის რაიონულო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 მარტს, 15:30 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით პოლიტიკური პარტიების: „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების შეხვედრა „Friedrich Naumann Foundation for Freedom"- ის დელეგაციის წევრებთან გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

5 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გაეროს ოფისის მრჩეველთან მშვიდობის და განვითარების საკითხებში ოლეგ პროციკთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან თინათინ ქავთარაძე, აკაკი ხუსკივაძე, არჩილ თანიანი.

თემა: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი - მისი უფლებების დარღვევები, დეპოლარიზაციის აღმოფხვრის გზები.

მის: რაფიელ ერისთავის 9

საკონტაქტო: აკაკი ხუსკივაძე - 59953352

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო