გრიგოლ გეგელია - „გირჩის“ ფსევდოოპოზიციური რიტორიკა პირდაპირ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ ამოცანებთან

ძალიან სამწუხაროა, რომ იკვეთება მთელი რიგი არაჯანსაღი მოტივაციები ამნისტიის კანონპროექტის მიღმა. ძალიან კარგად ვხედავთ ფსევდოპოზიციურ მოტივაციებს, ვხედავთ ბუნდოვან გარიგებებს, რაც არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო პოლიტიკის მდივანი, გრიგოლ გეგელიამ გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ფსევდოპოზიციური მოტივაციის პარტიად გულისხმობს „გირჩს“, რომელთა რიტორიკა პირდაპირ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ ამოცანებთან.

„ძალიან სამწუხაროა, რომ იკვეთება მთელი რიგი არაჯანსაღი მოტივაციები ამნისტიის კანონპროექტის მიღმა. ძალიან კარგად ვხედავთ ფსევდოპოზიციურ მოტივაციებს, ვხედავთ ბუნდოვან გარიგებებს, რაც არის ძალიან სამწუხარო.

ჩემი პარტიის წარმადგენელმა კარგად ისაუბრა ამაზე, მაგალითად „გირჩზე“, რომელსაც აქვს ფსევდოოპოზიციური დღის წესრიგი, ფსევდოოპოზიციური რიტორიკა, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ ამოცანებთან“, - განაცხადა გეგელიამ.

მისივე შეფასებით, კონკრეტული ამნისტიის პროექტი არის არასწორი და არ არის თანხვედრაში საზოგადოებრივ ინტერესებთან.

გეგელიას განმარტებით, „ლელო“ არ ეწინააღმდეგება ამნისტიას, მაგრამ, მისი თქმით, კანონპროექტი სწორი შინაარსის უნდა იყოს.

„ზოგადად, ამნისტია არის კარგი. ჩვენ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ, ცივილიზაციის მონაპოვარს მივესალმებით და ზოგადად ამნისტიის წინააღმდეგი არ ვართ. კონკრეტული ამნისტიის პროექტი არის არასწორი და არ არის თანხვედრაში საზოგადოებრივ ინტერესებთან. აქ საუბარია ყველა სახის სამოხელო დანაშაულზე, მათ შორის, გულისხმობს კორუფციული დანაშაულის შეწყალებას. „ლელო“ ამბობს, რომ კორუფციას დაუნდობელ ბრძოლას უნდა ვუცხადებდეთ და თუ შევიწყალებთ ყველა ტიპის კორუფციულ დანაშაულს, ამით კარგ მაგალითს შევქმნით?

ჩემი საზოგადოებისთვის ეს ამნისტია არის ცუდის მომტანი და ეს ვერ იქნება სიკეთის ძალა. ამასთან, აქ ძალიან საშიში მუხლი დევს უვადო დანაშაულის მუხლისთვის, სერიულ მკვლელზე, სადისტზე, მათ შორის, პედოფილზე. ამ კანონპროექტის თანახმად მათ 30-წლამდე შეუმცირდებათ სასჯელი.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ამნისტიას, მაგრამ ის უნდა იყოს სწორი შინაარსის“,- განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება