გაერო-ს ანგარიში - დამაჯერებელი ინფორმაციაა აღმოჩენილი, რომ  „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა

გონივრული საფუძველი არსებობს, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა, - ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი.

„ასევე, შეგროვდა სანდო გარემოებითი ინფორმაცია, რომელიც სექსუალური ძალადობის ზოგიერთ ფორმაზე, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაზე, სექსუალურ წამებაზე ან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს“, - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.

„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, გაერო-ს ჯგუფი, პრამილა პატენის ხელმძღვანელობით, ისრაელში 29 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა.

„მისიის ჯგუფმა აღმოაჩინა მკაფიო და დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ღაზაში წაყვანილი ზოგიერთი მძევალი კონფლიქტებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმების მსხვერპლი აღმოჩნდა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მსგავსი ძალადობა შეიძლება გაგრძელდეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!