„ჰამასი“ - ღაზაში მყოფი მძევლების ბედს ვერ გავიგებთ მანამ, სანამ ცეცხლის სრული შეწყვეტა არ მოხდება

“ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრის, ბასემ ნაიმის განცხადებით, არ არსებობს გზა ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ბედის დასადგენად, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ­და განხორციელება არ მოხდება.

„შეუძლებელია რაიმე დეტალის ცოდნა ისრაელელი პატიმრების ბედის შესახებ, რადგან ისინი სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან, არ ვიცით მათი ბედი დაბომბვისა და შიმშილის პოლიტიკის პირობებში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ინფორმაციის მოსაგროვებლად“, - განუცხადა ბასემ ნაიმმა CNN-ს.

შეგახსენებთ, ისრაელი თვლის, რომ ამ დროისთვის ღაზაში „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 130 მძევალი იმყოფება და მათგან 99 ცოცხალია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება