დიმიტრი მედვედევი - ევროკავშირის ელჩები, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარის გამო, რუსეთიდან უნდა გააძევონ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთიდან უნდა გააგდონ და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე უნდა შემცირდეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

"რუსეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ვითომცდა ბრიუსელის რჩევით. ეს ეწინააღმდეგება დიპლომატიური მისიების არსებობისა და ელჩების დანიშვნის იდეას", - წერს მედვედევი სოციალურ ქსელ X-ზე.

„ფაქტობრივად, ყველა ეს ელჩი უნდა გააძევონ რუსეთიდან და შემცირდეს დიპლომატიური ურთიერთობების დონე ევროკავშირის ქვეყნებთან“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გარკვეული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეხვედრაზე მიიწვია, მაგრამ დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე მათ უარი განაცხადეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს