ისრაელმა გაერო-ში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნის ელჩი, გილად ერდანი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში.

"ვუბრძანე ჩვენს ელჩს გაერო-ში, გილად ერდანს, დაბრუნებულიყო ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ანგარიშის დასკვნების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია, ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა, რაც არ გააკეთა.

გენერალური მდივნის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გუტერეშს არასდროს გაუცია ბრძანება გაერო-ს ანგარიშის „გაჩუმების“ შესახებ.

„გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში ვიზიტისას, რათა შეესწავლა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის აქტები, რომლებიც დაკავშირებულია 7 ოქტომბრის ტერაქტებთან. სამუშაო შესრულდა საფუძვლიანად და დაჩქარებულად. გენერალურ მდივანს არავითარ შემთხვევასა თუ ფორმაში არაფერი გაუკეთებია მოხსენებასთან დაკავშირებით სიჩუმის შესანარჩუნებლად", - აცხადებენ ანტონიო გუტერეშის ოფისში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება