ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს“

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით იმუქრება.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, KCNA-ს ცნობით, თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობს სამხედრო წვრთნებს, რომელიც არა თავდაცვითი, არამედ „ჩრდილოეთში შეჭრის მცდელობაა“ და აშშ-სა და სამხრეთ კორეას მისი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს. აშშ-სა და სამხრეთ კორეას ძვირი დაუჯდებათ არასწორი არჩევანი“, - ციტირებს KCNA პრესსპიკერს, რომლის სახელსაც არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, არასტაბილური უსაფრთხოების გარემოს მკაცრად გასაკონტროლებლად სამხედრო ქმედებებს განახორციელებენ.

შეგახსენებთ, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ გუშინ 10 დღიანი ერთობლივი წვრთნები „თავისუფლების ფარი“ დაიწყეს, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესებაა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს