მგზავრებს შორის ჩხუბის გამო, მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი მგზავრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს", - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს