კამალა ჰარისი ვაშინგტონში ისრაელის ომის კაბინეტის წევრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ვაშინგტონში ისრაელის ომის კაბინეტის წევრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბენი განცს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ვიცე-პრეზიდენტმა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული პირობებისა და ჩრდილოეთ ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო შეშფოთება გამოხატა. ვიცე-პრეზიდენტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა განიხილა და მოლაპარაკებების პროცესში ისრაელის კონსტრუქციულ მიდგომას მიესალმა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კამალა ჰარისმა ბენი განცთან შეხვედრისას „ჰამასს“ მოუწოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დაეთანხმოს, რომლის მიხედვითაც, მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ტემპების ზრდას გამოიწვევს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს