პრემიერი - ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად

ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები. ასევე, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიც ბარის „მსოფლიო ტურიზმის დღე“.

მისივე განმარტებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოსთვის, რისთვისაც გუნდს მადლობას უხდის.

„ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს სამქიმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, ეს არის M&I 2024, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენ ქვეყანაში. ასევე, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს აქამდე კეთდებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და პირადად მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც მისი თქმით, კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორს, ასევე სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც კობახიძის განმარტებით, ჩართულია ამ სექტორის განვითარებაში.

„ეს ეს ადამიანები საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის დღემდე მაქსიმუმ აკეთებდნენ და აკეთებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალშიც ძალიან სერიოზულ წარმატებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია