ირაკლი კობახიძე - 6-7 აპრილს, გუდაურში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული  მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული და ლოჯისტიკური პოტენციალის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია თბილისის აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის აეროპორტის გენგეგმის შემუშავება.

ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა.

„ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოჯისტიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად დაგეგმილია რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. დაგეგმილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოჯისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე, რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობაა ძალიან მნიშვნელოვანი. განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას. წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. ეს პროექტი წარდგენილია საზოგადოების წინაშე. ასევე, დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის, ავიაციის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მოხარული ვარ, რომ შემიძლია პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე, 6-7 აპრილს, გუდაურში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება