მარიამ ქვრივიშვილი - აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გამო, საქართველომ მილიონ 500 ათასზე მეტი ტურისტი დაკარგა, რაც დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გამო, საქართველომ მილიონ 500 ათასზე მეტი ტურისტი დაკარგა, რაც დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია.

ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ასევე ვისაუბროთ, მათ შორის იმ გამოწვევაზე, რომელიც როგორც ტურისტული, ასევე საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის კუთხით გვაქვს. მოგეხსენებათ, ტურისტული ვიზიტები 2023 წელს 92%-ით აღდგა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია. ეს პირდაპირ ითარგმნება ციფრებში, მიუღებელ შემოსავლებში და უფრო მეტად მკაფიო რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო, ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად დაკარგა 1 მილიონ 500 ათასზე მეტი ტურისტი, რაც დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია მიუღებელ შემოსავლებში. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი ტურისტული ნაკადების აღდგენა სრულად ვერ მოხდა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი ფრენები ინიშნება.

„თუ ჩვენ შევხედავთ, ისეთ სტრატეგიულ ქვეყნებს, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, სადაც გვჭირდება პირდაპირი საჰაერო მიმოვლა იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ ქვეყანაში მეტი ტურისტი, ეს არის იმ თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ შევძელით შემოგვეყვანა ახალი ავიაკომპანიები, დაგვენიშნა ახალი პირდაპირი ფრენები. ამან განაპირობა ის, რომ აღნიშნული ქვეყნების ტურისტული ნაკადი საშუალოდ, 3%-ით გაიზარდა, თუკი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია