„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იანვარ-თებერვლის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე - 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზის გამო, ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც - 4% (153,3 ათასი ლიტრი);

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: ესტონეთი - 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია - 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა - 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა - 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი - 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში, მსოფლიოს 31 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები ღირებულებით 35,2 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივი ზრდა 48%-ს, ხოლო შემოსავლების 46%-ს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება