უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსული ხომალდის განადგურებას ადასტურებს, რომლის ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ უკრაინის Magura V5 ტიპის საზღვაო დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ განადგურდა.

„2024 წლის 4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმა განახორციელა. მისია შედგა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით“, - აცხადებენ სადაზვერვო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, "კოტოვზე" დარტყმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს.

ჩაძირული გემის ღირებულება, დაახლოებით, 65 მილიონი აშშ დოლარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება