ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - 2 თვეა გეხვეწებით, პროდუქტებზე გაზრდილ ფასზე იმსჯელოთ, იმუშაოთ - თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე გაზრდილი ფასი ხელისუფლებას არ ადარდებს. როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელოს და იმუშაოს.

„საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მაღაზიაში, ბაზარში და ყოველდღიურად არ ეხებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ეხება ფასების ზრდას. ვგულისხმობ პროდუქტებზე კატასტროფულ ფასებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად, ვერ ერევა. მოგიტანეთ „ჩეკი“ აზერბაიჯანიდან, სადაც მაგალითად, 500 გრ პური ღირს 80 თეთრი, საქართველოში 1.60 თეთრი. მაგალითად, რძე ჩვენს სამეზობლოში ღირს 3. 20 თეთრი, საქართველოში 5 ლარი და 50 თეთრი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, 2,5-ჯერ უფრო ძვირის გადახდა უწევთ ადამიანებს პროდუქტების შეძენაში.

„2 თვეა გეხვეწებით, გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, იმუშაოთ. ეს არის ის საკითხები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ. ამის გარდა აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. არადა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოგისმენთ თქვენ და მოისმენს თქვენს დასმულ პრობლემებს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება. თქვენს მიერ დასაქმებული ადამიანებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება