პარლამენტს ნდობის ჯგუფში ოპოზიციური კვოტით არსებულ ვაკანსიაზე თეონა აქუბარდიას კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს ნდობის ჯგუფში ოპოზიციური კვოტით არსებულ ვაკანსიაზე თეონა აქუბარდიას კანდიდატურა წარედგინა. ბიუროს სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თეონა აქუბარდიამ და იმედი გამოთქვა, რომ დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება იმგვარად მოესწრება, რომ რეალურად შეძლებს ნდობის ჯგუფის სხდომებში მონაწილეობას.

„როგორც იცით ევროკავშირის მხრიდან რეკომენდაციებს შორის, მეხუთე არის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება ოპოზიციონერი წევრით, აქამდე ეს ვერ მოხდა, არა იმიტომ, რომ ოპოზიციაში ამის ნება არ იყო, არამედ „ლელოდან“ იყო ორი დეპუტატი წარდგენილი და ისინი აღარ არიან პარლამენტის წევრები. ასევე კანონმდებლობაში ეწერა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფის ადგილი იყო. რამდენადაც, თქვენი მხრიდან ნათქვამია, რომ ბარიერი არ არსებობს, მე შემოვიტანე განაცხადი. დაშვების ვადა საიდუმლოებაზე არის სამიდან 6 თვემდე. მე იმედი მაქვს, ეს ყველაფერი იმგვარად მოესწრება, რომ მე შევძლებ მოსმენას ნდობის ჯგუფში“, - განაცხადა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონმდებლობაში გარკვეული ბუნდოვანება იყო, თუმცა, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს არაფერი უშლიდა ხელს, რომ კანდიდატურა აქამდეც წარმოედგინათ. მისივე თქმით, ოპოზიციური 2 კვოტიდან 1 შევსებულია, თუმცა, კონკრეტული დეპუტატი არ ესწრება ნდობის ჯგუფის სხდომებს.

„ნდობის ჯგუფში ოპოზიციას აქვს 2 ადგილი, 1 არის შევსებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია წარმოდგენილი ნდობის ჯგუფში და კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ნდობის ჯგუფის არც ერთ სხდომას არ დასწრებია შარშან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სტატისტიკა რომ არ შემეშალოს, დაახლოებით 48 შეხვედრა იყო მეათე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფის და ერთს დაესწრო მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრი. რაც შეეხება მეორე ადგილს ოპოზიციისთვის, ის იყო ვაკანტური. არაფერი შეცვლილა არც რეგლამენტში, არც მის განმარტებაში, არის საკითხები და დღესაც არის ბუნდოვანება, მაგრამ არაფერი უშლიდა ხელს ოპოზიციურ ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ კანდიდატურა წარმოედგინათ და ჩვენი მხრიდან აქტიური მოწოდების შედეგად კარგია, რომ წარმოადგინეთ. რაც შეეხება დაშვებას, ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხი და ამას ჩვენ სერიოზულად ვეპყრობით. ჩვენგან სრული ნდობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თუ სხვა ორგანოებს, რომლებიც დაშვებაზე იღებენ გადაწყვეტილებას და ამას ამოწმებენ, ამიტომ დაველოდოთ, როგორც გადაწყვეტენ, რა დროც დასჭირდება, იმ დროში მივიღებთ პასუხს და შემდეგ უკვე პარლამენტი ცნობად იღებს საკითხს. დაველოდოთ შესაბამის დაშვებას,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 5 წევრისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში 2 ადგილი ოპოზიციას ეკუთვნის. ნდობის ჯგუფში ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თეიმურაზ ჯანაშიაა წარმოდგენილი, ერთი ადგილი კი ვაკანტური იყო.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა