მამუკა მდინარაძე - LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, დამანგრეველი მომავალია თაობებისთვის, თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, დამღუპველი იქნება ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის - უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა

LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ჩვენ გამოვიგონეთ მაგალითად რომის პაპის ძალიან ხისტი, მკაფიო განცხადება, რომელიც წინა დღეებში გავრცელდა? ჩვენ გამოვიგონეთ ის, რომ [აშშ-ის] ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია მოთხოვნამ, რომ დედა და მამა აღარ იყოს მისაღები და გამოსაყენებელი ტერმინები? ინტერნეტში რომ შებრძანდებით და გავსებულია სააგიტაციო მასალებით, ამას ჩვენ ვიგონებთ? მათ უნდათ თქვან, რომ „ქართული ოცნება“ აიძულებს სხვადასხვა მის მეგობარ ქვეყნებში, რომ LGBT პროპაგანდისტული გამონათქვამები, აკრძალვები, ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონონ იმიტომ, რომ მერე ჩვენ აქ კანონი მივიღოთ? ამ სიგიჟეს ამბობენ, არადა, თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა ეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, LGBT პროპაგანდის მასშტაბი ბოლო პერიოდში ძალიან დიდია.

„ანიმაციურ ფილმებში ჩავიდა ეს ყველაფერი, მართლა სამწუხარო რეალობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გამოვნახოთ ძალა ერთი მხრივ, უფლებების დაცვის კონტექსტში არათუ რაიმე რისკი გავაჩინოთ, რისი რისკებიც არსებობს - რისკია, რომ რადიკალურმა ძალებმა ეს სწორი მესიჯი ცუდად გამოიყენონ, არავითარ შემთხვევაში, უფლებების დაცვის ხარისხი უნდა გავზარდოთ, არც ერთ ადამიანს, ნებისმიერი არატრადიციული და განსხვავებული წარმოდგენების თუ ცხოვრების წესის მიუხედავად, არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს, აქ უნდა ვიყოთ ძალიან მყარად და მეორე - LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში ჩვენ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით. ამას თუ ვიღაცა შეეწინააღმდეგება, ეს მისი საქმეა და არა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ ეს მომავლისთვის ცუდია, არამედ ჩვენ უნდა შევძლოთ დავუპირისპირდეთ ცუდს და კარგზე ვთქვათ კარგი, განვასხვაოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია