გიორგი ბოტკოველი - აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა გლეხების უმრავლესობა ვერ ახერხებს მიწების დამუშავებას და თავისი მრავალწლიანი კულტურის მოვლას

აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა გლეხების უმრავლესობა ვერ ახერხებს მიწების დამუშავებას და თავისი მრავალწლიანი კულტურის მოვლას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს, "პირველი, ის, რომ შარშან ფაქტობრივად, გაუნადგურდათ მოსავალი და მეორე, კატასტროფულად იზრდება ფასები, როგორც მცენარეთა მოვლის საშუალებებზე, შხამქიმიკატებსა და სასუქზე, ასევე მექანიზაციაზე".

„არამარტო დღეს ვუსმენთ უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლებს, ფაქტობრივად ყველაფერზე საუბრობენ, გარდა იმისა, რაც რეალურად აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.

უკვე აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა გლეხების უმრავლესობა ვერ ახერხებს მიწების დამუშავებას, ვერ ახერხებს თავისი მრავალწლიანი კულტურის მოვლას. აქ არსებობს ორი მთავარი მიზეზი: პირველი, ის, რომ შარშან ფაქტობრივად გაუნადგურდათ მოსავალი და მეორე, კატასტროფულად იზრდება ფასები, როგორც მცენარეთა მოვლის საშუალებებზე, შხამქიმიკატებსა და სასუქზე, ასევე მექანიზაციაზე.

ის პროგრამები, რომლებიც თითქოს მუშაობდა და მუშაობს და უნდა ემსახურებოდეს რეალურად ადამიანებს, ვინც უნდა შექმნას დოვლათი, ვინც რეალურად უნდა მიიღოს შემოსავალი, რომ ღირსეულად მართოს საკუთარი ოჯახი, ფაქტობრივად ეს პროგრამები ემსახურება ისევ და ისევ, ჩინოვნიკებს, ჩინოვნიკების ახლობლებს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. გლეხი და გლეხის შრომა, კვლავ რჩება დაუფასებელი!

გასულ წელს, ჩვენ მოვისმინეთ პირობა, რომ უნდა დახმარებოდნენ ადამიანებს, იმ განადგურებული მოსავლის შესაბამისად, რომელიც ჭარბი ნალექის, სეტყვის შედეგად განადგურდა. მაგრამ ვნახეთ, რომ იქაც შერჩევითი იყო ყველაფერი. გამოცხადებული, თითქოს 3500 ლარი რომელიც უნდა გადასცემოდა იმ ადამიანებს, ვინც რეალურად დაზარალდა, მინიმალურმა რაოდენობამ, 5 პროცენტმაც კი ვერ მიიღო.

ეს არის რეალური სახე და მიზანი ივანიშვილის პარტიის და მისი ხელისუფლების და მიდგომა ზოგადად.

ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება დაამუშაონ საკუთარი ნაკვეთები და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ მათ ელემენტარული პროდუქტი შეიძინონ, რადგან ყველა ვხედავთ პროდუქტის ფასები რა მდგომარეობაშია.

ამიტომ რეალური გამოსავლის ძებნაზე აქ ზედმეტია უკვე საუბარი, იმ პირობებში რა პირობებშიც ივანიშვილის პარტია მართავს ქვეყანას!“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება