განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და ახალგაზრდებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთი მხრივ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, პირველ საგრანტო პროგრამაში პროექტები მაქსიმუმ 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე პროგრამაში 100 ათასი ლარით დაფინანსდება.

„ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩავარდნა გვქონდა და ათწლეულებია, მსგავსი საგრანტო მიმართულებები არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საგრანტო პროგრამა, რომელიც ორ კომპონენტიანია - ერთი მხრივ, ეს არის მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც მთლიანად გათვლილია რეგიონში მყოფ ახალგაზრდებზე, რომ ეს მიმართულება არ გამოგვრჩეს. ყველა პროექტი, რომელსაც წარმოადგენენ, შევეცდებით, დავაფინანსოთ. ერთი პროექტის ღირებულება იქნება 15 ათასი ლარი.

მეორე, უფრო ფართომასშტაბიანი მიმართულება - ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაციები. გვინდა, ფართო შესაძლებლობა მივცეთ ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც კრეატიული, ინოვაციური, მნიშვნელოვანი იდეები აქვს, რათა ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართოს. თითოეული ასეთ საგრანტო პროექტის ღირებულება 100 ათასი ლარი იქნება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება