განათლების მინისტრი - თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია  დატოვა - გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა

თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია - გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი.

„ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უნარების სააგენტოს დამფუძნებლებმა და შესაბამისად, ბორდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მე მას ვესაუბრე, მან საკმაოდ წარმატებული წლები განვლო, როგორც სააგენტოში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს