გერმანიის ელჩი - მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სასამართლო სისტემა არის სრულიად დამოუკიდებელი

მიზანია არის, რომ საქართველოში იყოს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს ყველა მოქალაქე კომფორტულად გრძნობდეს თავს, რომ არის ნამდვილად დამოუკიდებელი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

„ეს არის ის, რაზეც ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ უნდა ისაუბრონ. მიზანია, არსებობდეს სასამართლო სისტემა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს ყველა მოქალაქე კომფორტულად იგრძნობს თავს, რომ არის ნამდვილად დამოუკიდებელი. ყველამ იცის, როგორ მიმდინარეობს დისკუსია, არის თუ არა „ვეტინგის“ სისტემა თუ სხვა სისტემა წინსვლის სწორი გზა. არ ვიცი, საქმე ისაა, რომ ჩვენ ერთად წავალთ წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ და რომ საბოლოო ჯამში მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სასამართლო სისტემა არის სრულიად დამოუკიდებელი და არ უნდა იღელვონ ამაზე“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება