გიორგი ამილახვარი - ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ - დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ

ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ. დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას არის თუ არა სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საარჩევნოდ გათვლილი.

როგორც მინისტრმა განმარტა, აბსურდია აღნიშნული მოსაზრება, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა არჩევნებს უკავშირდება.

“ეს ნარატივი გასაგებია. ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ. დავაანონსებ, რომ ყველაფერს არჩევნებს დაუკავშირებენ.

სრული აბსურდია. მსგავსი სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა სხვადასხვა უწყებაში ინდივიდუალურად ხორციელდებოდა, წელს ერთ უწყებას, ჩვენ დაგვევალა ამ დიდი მასშტაბური დასაქმების პროგრამის კოორდინაცია და განხორციელება. საარჩევნო წელი იქნება, თუ არასაარჩევნო, “ქართული ოცნება” მრავალი წელია ადასტურებს, რომ ზრუნავს როგორც ახალგაზრდებზე, ისე მოქალაქეებზე”,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს