სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, სმენის კვირეულის ფარგლებში, თელავს ესტუმრა

სმენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია, სხვადასხვა აქტივობებით, თელავს ეწვია.

წლევანდელი სმენის კვირეული იმ გამოწვევების დაძლევისკენ არის მიმართული, რაც საზოგადოების მხრიდან სტიგმატიზირებული აზროვნებისა და მცდარი წარმოდგენების შედეგად იქმნება. სწორედ ამ მიზნით, ფონდ „აი იას“, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმომწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური ჩართულობა სმენის დაზიანების მქონე საზოგადოებისთვის საჭირო სერვისების გაუმჯობესებისთვის.

სმენის კვირეულის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლები თავდაპირველად ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების სპეციალისტებს შეხვდნენ და სმენის დამხმარე მოწყობილობების შესახებ მათთვის ტრენინგი ჩაატარეს. ასევე, ბაღების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ბაღის აღმზრდელებისა და მუსიკის პედაგოგებისთვის ვორქშოპი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისთვის სწავლების პროცესში ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოყენებას. შეხვედრებზე დამსწრეებს ფონდი „აი იას“ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები გადაეცათ.

რეგიონში სტუმრობის ბოლო დღეს ფონდის წარმომადგენლობა ერთ-ერთი მშობლის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია ,,მოვუსმინოთ სამყაროს“ ეწვია და სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებთან ერთად საჭირო საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ფონდის დამფუძნებელმა, ქალბატონმა ნანა გოთუამ ორგანიზაციას სმენის შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ფონდის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები გადასცა.

ფონდი „აი ია“ სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2016 წელს დაარსდა. მისი მიზანია მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს