გიორგი კახიანი - პრეზიდენტს ვეტოში მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოედგინა, თუმცა არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა მისი შენიშვნები, უბრალოდ ვერ ამოვიკითხეთ

პრეზიდენტს ვეტოში მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოედგინა, თუმცა არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა მისი შენიშვნები, უბრალოდ ვერ ამოვიკითხეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

„კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები. მანდ თავისი ვეტო წარმოადგინა, თუმცა ამას მოტივირებულ შენიშვნებს ნამდვილად ვერ უწოდებ, იმიტომ რომ არანაირი არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები, მის ვეტოში ჩვენ უბრალოდ ვერ ამოვიკითხეთ. ჩვენ, ბუნებრივია, დავძლევთ ვეტოს. ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ეს კანონმდებლობა უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ არჩევნები, რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარდეს," - განაცხადა კახიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება