დავით კირკიტაძე - ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემები, ეს განაპირობებს იმას, რომ უამრავ თანამოქალაქეს სურვილი აქვს დატოვოს ეს ქვეყანა

ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემები, ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უამრავ თანამოქალაქეს სურვილი აქვს დატოვოს ეს ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის თემები, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა ქვეყანაში გაზრდის ფასებთან დაკავშირებით.

„ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე, რომელიც არის პროდუქტებზე ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ხილზე, ბოსტნეულზე და იმ პირველადი მოხმარების საგნებზე, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა შხამქიმიკატებზე, რომელიც საჭიროა, ახლა, ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობაში.

გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ მდგომარეობაზე, რაც არის ქვეყანაში შექმნილი თითქმის ყველა დარგში. აღარ დარჩა სექტორი, სადაც საქართველოს მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ ქვეყანაში ცხოვრება იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც ჩამოსული არიან, გაუძვირდათ ბინის ქირა.

რა რეაქცია ჩვენ დავინახეთ „ქართული ოცნებიდან“ - ლევანმა აჩვენა ქვითარი, სადაც მოცემულია გაზრდილი ფასები და შეადარა ეს 2012 წელს. ამასთან დაკავშირებით, აქ გამოვიდა ადამიანი, რომელმაც დამცინავად, საკმაოდ ფამილიარულად გაგვცა პასუხი, რომ თითქოს 2012 წელთან რაიმეს შედარება არ არის რელევანტური. თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად 2012 წელს ადარებთ დღევანდელ მდგომარეობას. ხოლო, როცა მიდგა საქმე ფასებთან და იმ პრობლემასთან, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს თურმე დღეს შედარება 2012 წელთან არის არარელევანტური“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ ფასებს დაწევდა როგორც პროდუქტებზე, ისე ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობას პირიქით, ყველაფერი ბევრად გაუძვირდა. კირკიტაძის თქმით, ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემა, ეს კი, განაპირობებს იმას, რომ უამრავ მოქალაქეს ქვეყნის დატოვების სურვილი აქვს.

„ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც შედის სასურსათო მაღაზიაში უწევს შეეჯახოს ამ გაზრდილ ფასებს, სალაროსთან მისულს უჩნდება შიშის განცდა ხომ არ გადააჭარბა განსაზღვრულ თანხას. რამდენჯერ მინახავს სალაროსთან ატირებული ბავშვი, რომ მშობელს არ ჰქონია ფული მისთვის ელემენტარული ტკბილეული შეეძინა. აქედან გამოსავლის გზაზე უნდა ვისაუბროთ და არ გვინდა ეს ცინიზმი, რომელსაც უმრავლესობის წევრები იყენებთ“, -განაცხადა კირკიტაძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით კირკიტაძე - ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემები, ეს განაპირობებს იმას, რომ უამრავ თანამოქალაქეს სურვილი აქვს დატოვოს ეს ქვეყანა

ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემები, ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უამრავ თანამოქალაქეს სურვილი აქვს დატოვოს ეს ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის თემები, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა ქვეყანაში გაზრდის ფასებთან დაკავშირებით.

„ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე, რომელიც არის პროდუქტებზე ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ხილზე, ბოსტნეულზე და იმ პირველადი მოხმარების საგნებზე, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა შხამქიმიკატებზე, რომელიც საჭიროა, ახლა, ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობაში.

გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ მდგომარეობაზე, რაც არის ქვეყანაში შექმნილი თითქმის ყველა დარგში. აღარ დარჩა სექტორი, სადაც საქართველოს მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ ქვეყანაში ცხოვრება იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც ჩამოსული არიან, გაუძვირდათ ბინის ქირა.

რა რეაქცია ჩვენ დავინახეთ „ქართული ოცნებიდან“ - ლევანმა აჩვენა ქვითარი, სადაც მოცემულია გაზრდილი ფასები და შეადარა ეს 2012 წელს. ამასთან დაკავშირებით, აქ გამოვიდა ადამიანი, რომელმაც დამცინავად, საკმაოდ ფამილიარულად გაგვცა პასუხი, რომ თითქოს 2012 წელთან რაიმეს შედარება არ არის რელევანტური. თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად 2012 წელს ადარებთ დღევანდელ მდგომარეობას. ხოლო, როცა მიდგა საქმე ფასებთან და იმ პრობლემასთან, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს თურმე დღეს შედარება 2012 წელთან არის არარელევანტური“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ ფასებს დაწევდა როგორც პროდუქტებზე, ისე ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობას პირიქით, ყველაფერი ბევრად გაუძვირდა. კირკიტაძის თქმით, ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემა, ეს კი, განაპირობებს იმას, რომ უამრავ მოქალაქეს ქვეყნის დატოვების სურვილი აქვს.

„ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც შედის სასურსათო მაღაზიაში უწევს შეეჯახოს ამ გაზრდილ ფასებს, სალაროსთან მისულს უჩნდება შიშის განცდა ხომ არ გადააჭარბა განსაზღვრულ თანხას. რამდენჯერ მინახავს სალაროსთან ატირებული ბავშვი, რომ მშობელს არ ჰქონია ფული მისთვის ელემენტარული ტკბილეული შეეძინა. აქედან გამოსავლის გზაზე უნდა ვისაუბროთ და არ გვინდა ეს ცინიზმი, რომელსაც უმრავლესობის წევრები იყენებთ“, -განაცხადა კირკიტაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის