დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით „იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და ტყუილი მოიფიქრა, რომლისაც ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებსაც შეშურდებოდა“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და ტყუილი მოიფიქრა, რომლისაც ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებსაც შეშურდებოდა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ გამოიგონონ ისეთი ტყუილი, რომელზეც მოსახლეობა იტყვის: „ამას როგორ იკადრებდა“.

როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რასაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, რომ „ქართული ოცნება" ელექტორალურად შეშინებულია.

„ხდება ასეთი ცვლილებების განხორციელება და არსი არის, რომ თურმე ვიღაც აპირებს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ რაღაც უბედურებას, მერე ხელში უნდა ჩაიგოს მისი თანამდებობა. იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და იმ ტიპის ტყუილია, რომელიც შეშურდებოდა ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებს არა მხოლოდ საქართველოში. ისინი ცდილობენ გამოიგონონ ისეთი ტყუილი, რომელზეც მოსახლეობა იტყვის, რომ „ამას როგორ იკადრებდა" და კადრულობენ. ამ ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, არ უმჯობესდება საარჩევნო გარემო, მაგრამ ჩვენ "ლელო" და არა მხოლოდ "ლელო", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ტიპის ქმედებების მიუხედავად, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ არჩევნების გზით ცვლილება შესაძლებელია, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ მისი ყოველი ხმის დასაცავად ვიქნებით მართლა გაერთიანებული," - განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს