რატი ბრეგაძე - გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა - თავად პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გააკეთა განცხადება და მე მეტს ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მინისტრების დანიშვნაზე, ასევე მათ გათავისუფლებაზე - რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე.

მისივე თქმით, ის არის გუნდური მოთამაშე, სწორედ, ამიტომ „ქართულ ოცნებას“, სადაც მისი ცოდნა და გამოცდილება დასჭირდება, ისიც იქ იქნება.

„რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. თავად პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გააკეთა განცხადება და მე მეტს ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ. ვმუშაობთ, გვაქვს ჩვეულებრივი კონსტრუქციული, კარგი თანამშრომლობა.

მე ამ გუნდის წევრი 2011 წლიდან ვარ და გუნდური მოთამაშე ვარ, სადაც არის ხოლმე საჭიროება ვარ იქ, ჩემი ცოდნით და ჩემი გამოცდილებით. მე მესმის თქვენი დამოკიდებულება კონკრეტულად ჩემს მიმართ, თუ რატომ არის ასეთი მძაფრი ხოლმე. მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება რატომ არის მძაფრი და რატომ არის ხშირად ამ თემაზე საუბარი - არის იმიტომ, რომ გარკვეულ დიდ გეგმებს, რაც ჰქონდა ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ხელი შეეშალა.

კვლავ ვიმეორებ, ამ გუნდის წევრი 2011 წლიდან ვარ, მიმუშავია სხვადასხვა სამსახურში, ამჟამად, ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და მომავალში რა იქნება ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად როგორ უნდა გიპასუხოთ. ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი, თქვენც შეიძლება სხვა არხზე აღმოჩნდეთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, რომ სხვა სფერო გააძლიეროს, მზად იქნება, რომ მინისტრობა დათმოს, ბრეგაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო