არმაზ ახვლედიანი - საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის" სახელით წერილს ჩავაბარებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიას, სადაც მოვითხოვთ  „ორბის" პროექტის შეჩერებას

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს, ვინც მხარი დაუჭირა ინიციატივას ბახმაროში „ორბის" პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხუთი ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. დღეს, საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის" სახელით, წერილს ჩავაბარებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიას, სადაც მოვითხოვთ, რომ „ორბის" ეს პროექტი შეჩერდეს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა შედგეს საჯარო განხილვა სპეციალისტების ჩართულობით და პასუხი გაეცეს ყველა იმ უმწვავეს არგუმენტირებულ კითხვას, რაც გამორიცხავს ბახმაროს განადგურებას და შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს იხილონ ბახმაროს ნორმალური განვითარების გეგმა, ჩაბეტონებისა და მისი უნიკალურების განადგურების გარეშე.

„მჯერა, რომ ეს ის საკითხია, რაზეც შესაძლებელია შეთანხმება მხარეებს შორის, ვგულისხმობ საზოგადოებას და ხელისუფლებას, თორემ ხშირად აღვირახსნილი კომპანიები არაფერს გაითვალისწინებენ, თუკი შესაძლებელია გამდიდრება, მით უფრო ისეთ რეგიონებში, რომლებიც მიზეზთა გამო გახდნენ პოპულარული. ამიტომაც, ასეთ ბიზნეს კომპანიებს სჭირდება მოთოკვა, სხვა გზა არ არის და ჩვენ მოქალაქეებს სწორედ იმისთვის გვჭირდება მთავრობა, რომ ეს აღვირახსნილობა სადღაც შეჩერდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბახმაროს ჩაბეტონება!" - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს