იუსტიციის მინისტრი - ნამდვილად შეგვწევს საქართველოში უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ

მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობა არ მგონია მიზანშეწონილი იყოს - ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, ნამდვილად შეგვწევს საქართველოში იმის უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ე.წ. "ვეტინგის" სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგი არ არის უპირობო მოთხოვნა, არამედ ეს არის რეკომენდაცია, თუმცა დიალოგის დროს როგორც მათ, ასევე, ქართულ მხარეს შეიძლება საკუთარი არგუმენტები ჰქონდეს.

"ეს არ არის უპირობო მოთხოვნა, ეს შეიძლება განვიხილოთ რეკომენდაციად და მათ შორის, ევროკავშირთან დიალოგი არის დიალოგი, ეს არის ორმხრივი და არა ცალმხრივი. შესაბამისად, შეიძლება მათ ჰქონდეთ თავის არგუმენტები, ქართულ მხარეს - თავისი.

რაც შეეხება მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობას, არ მგონია, ეს მიზანშეწონილი იყოს, რადგან ნამდვილად ეს არის სუვერენიტეტის საკითხი და ნამდვილად შეგვწევს საქართველოში იმის უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ", - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს