საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მარტის „თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მარტის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.

„გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია: 2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა

დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია თებერვალში 2.4%-მდე შემცირდა

საბანკო სექტორი: იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაცია 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 0.9 პპ-ით შემცირდა და 49.8% შეადგინა

იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.7%-ს გაუტოლდა

საგარეო სექტორი: იმპორტი - იანვარში საქონლის იმპორტი წლიურად 10.1%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტმა კი ზომიერად დაიკლო

ექსპორტი - იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 26.2%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მცირედით მოიმატა

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 156.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება