პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი პოლონეთის რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნეში იმყოფება, სადაც 15 კონცერტს გამართავს. კონცერტები ვარშავაში, ოლშტინში, ჩესტოხოვაში, რადომში, ჟეშუვში, ტარნუვში, ხოშუვში, ოლესნიცაში, კრაკოვში, კოშალინში, გნეზნოში, ზაბჟესა და ზგოჟელეცში გაიმართება. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი კონცერტი ანსამბლმა „აფხაზეთმა“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა და მაყურებლის წინაშე პროგრამით „ქორეონიკონი“ წარსდგა. საკონცერტო პროგრამა 13 ცეკვას, 6 სიმღერას და 2 მუსიკალურ ნომერს მოიცავს.

„კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია ესწრებოდნენ.

ანსამბლ „აფხაზეთის“ საგასტროლო ტურნე პოლონეთის რესპუბლიკაში 16 მარტს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი