ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური ზედა ზღვარი შესაძლოა ინდექსაციას დაექვემდებაროს

ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური ზედა ზღვარი შესაძლოა ინდექსაციას დაექვემდებაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსაციის შემთხვევაში, პენსიის ზრდა ავტომატურად მოხდება.

საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას დააყენა.

“კარგი იქნება თუ ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური 1 000 ლარიანი ზედა ზღვარი ყოველწლიურად დაექვემდებარება ინდექსაციას, ისევე როგორც ეს ყველა პენსიონერთათვის ხდება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კვიჟინაძის პასუხად მომხსენებელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ცვლილებები ინდექსაციასთან დაკავშირებით.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის 560-ლარიანი შეზღუდვა 1 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი 1200 ლარამდე იზრდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს