გარდაბნის მერია - მუნიციპალიტეტში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი დასრულდა

კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულებულ სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ლევან ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში შეიცვალა კაბინები, დიზაინი, მართვის კარადა, განახლდა უსაფრთხოების სისტემები, სამანქანო განყოფილებაში და შახტში დამონტაჟდა სტაციონარული განათება, გამოიცვალა ყველა ე.წ. ბაგირი, ელექტროსადენი და გამოძახების ღილაკები.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ გარდაბნისა და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო და შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულა.

ჯამში 21 ერთეული, მწყობრიდან გამოსული ლიფტი ჩანაცვლდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ლიფტებით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი დაიხარჯა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს