არმაზ ახვლედიანი - “ოცნებას” ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი იმიტომ შემოაქვს, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა პროპაგანდისტული თემების მიღმაც გაღიმებულები დავრჩებით - სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს

მე არათუ მგონია, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის თემა „ქართულ ოცნებას“ შემოაქვს, იმიტომ, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა მისივე თქმით, ბევრია საქართველოში ისეთი, ვისაც გზა-კვალს ვერ აურევენ.

„რა თქმა უნდა, წინა საარჩევნოდ „ოცნების“ წევრები არჩევენ თემებს, რაც მათ დამატებითი ქულების მისაღებად დაეხმარებათ. სხვა ქვეყნებშიც ასეთი თემებით, როგორიც ლგბტ პროპაგანდაა, ხშირად მანიპულირებენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, უფრო ნორმალურ ქვეყნებში არჩევნების თავისუფლებაა უზრუნველყოფილი. პროპაგანდისტული თემების მიღმაც გაღიმებულები დავრჩებით, თუ 2024-ის არჩევნები კარგად არ ჩატარდება, მაგრამ ამის შანსი უკიდურესად მცირეა. მე მეჩვენება, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის თემაც, მთელი თავისი აბსურდულობით, “ოცნებას” შემოაქვს იმიტომ, რომ ამომრჩეველს გზა-კვალი აუბნიოს, თუმცა ბევრია საქართველოში ისეთი, ვისაც გზა-კვალს ვერ აურევენ.

მე არათუ მგონია, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ გვაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 2020-შიც ასე ჩაატარა. 2020-ისგან განსხვავებით, ახლა საქართველო კანდიდატის წევრი ქვეყანაა, შესაბამისად ეს გვავალდებულებს, სხვაგვარად ვიმოქმედოთ. 9 აპრილიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ, ქართველი ადამიანები თავისუფლების დაკარგვას ვერ შეეგუებიან. თავისუფლების დაკარგვა აუცილებლად სუვერენიტეტის დაკარგვას არ ნიშნავს, თავისუფლების დაკარგვაა ისიც, როცა არ შეგვიძლია დამოუკიდებელ გარემოში გავაკეთოთ არჩევანი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს