პეტრ პაველი - უკრაინის დახმარების ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ, მათ შორის უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა

უკრაინის დახმარების ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ, მათ შორის უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრაღაში ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკრაინისთვის მიწოდებული მხარდაჭერის შესაძლებლობებისგან არ უნდა ჩავიკეტოთ. უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნის განხილვაა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. დისკუსია დაწყებულია. ბოლოს ეს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იყვნენ. ასევე, იყო საკონსულტაციო შეხვედრა პარიზში. უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა პაველმა.

მან აღნიშნა, რომ "თუ არ გვსურს, რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ მხარდაჭერით, რომელიც დღეს არის“.

"ახალი ფორმები, ახალი გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. საკუთარი თავი არ უნდა შევიზღუდოთ იქ, სადაც აუცილებელი არ არის თავის შეზღუდვა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. და დრო მოვიდა, განვიხილოთ ისინი და მართლაც, უკრაინაში საბრძოლო არმიების ყოფნის გარკვეული შიში არსებობს, მაგრამ აქ დახმარების სხვადასხვა ფორმებზეა საუბარი. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც საფრთხის ქვეშაა, უკრაინაში წვრთნების მისია რომ გვქონოდა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ არის. ჩვენზე დამოკიდებული დახმარების ფორმა, რომელიც უკრაინას მიეწოდება", - განაცხადა პაველმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება