ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება

უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია.

„ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე - ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა რუსულ საპატრულო გემ სერგეი კოტოვს დაარტყეს. ეს იყო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება