დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტს იწყებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას.

„ინიციატივა bp-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კუსიდმა და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ხანთაძემ მოაწერეს. ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და bp-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისის ეროვნული პარკისთვის კეთილშობილი ირმის სახეობის აღდგენის გეგმის შემუშავება და აღდგენილ სახეობებზე პოტენციური ზეგავლენის დადგენის მიზნით, ტერიტორიის დეტალურად შეფასება და ადგილობრივი ჰაბიტატების იდენტიფიცირება.

კეთილშობილი ირმის კონსერვაცია ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კონსერვაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, თბილისის ეროვნული პარკი ირმის პოპულაციის აღდგენისთვის პრიორიტეტულ ტერიტორიად განისაზღვრა. პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება, მათი სხვა ტერიტორიებიდან გადმოყვანის გზითაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენის მიმართულებით და, ამ მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანიას bp-ს შორის წლებია მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდის და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება