ანა დოლიძე - საქართველომ მუდმივად უნდა განავითაროს თავისი ანალიტიკური შესაძლებლობები, დააკვირდეს, რა ხდება გარემოში, რა ხდება საერთაშორისო წესრიგში, რომ თავისი საგარეო პოლიტიკა ყველა გამოწვევას მიუსადაგოს

საქართველომ მუდმივად უნდა განავითაროს თავისი ანალიტიკური შესაძლებლობები, დააკვირდეს, რა ხდება გარემოში, რა ხდება საერთაშორისო წესრიგში, რომ თავისი საგარეო პოლიტიკა ყველა გამოწვევას მიუსადაგოს, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ თბილისში მიმდინარე “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საშუალებას იძლევა გავიგოთ, რა არის გლობალური ტენდენციები იმისთვის, რათა გამოწვევებთან გამკლავება მოხდეს.

“უკრაინაში ომის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საერთაშორისო წესრიგის მიმართ. საერთაშორისო ურთიერთობები ბევრი მხრივ შეიცვალა. შესაბამისად, საქართველომ, როგორც შედარებით პატარა ქვეყანამ, მუდმივად უნდა განავითაროს თავისი ანალიტიკური შესაძლებლობები, დააკვირდეს, რა ხდება გარემოში, რა ხდება საერთაშორისო წესრიგში, რომ თავისი საგარეო პოლიტიკა ყველა გამოწვევას მიუსადაგოს. საქართველო უნდა იყოს აზროვნების ცენტრი, განსაკუთრებით ევრაზიაში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ითვლება საერთაშორისო ურთიერთობები, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ შესაბამისად. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რა არის გლობალური ტენდენციები იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ გამოწვევებთან გამკლავება”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს. კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს