კახა კალაძე - 9 მარტიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურება და დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 9 მარტიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურება და დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად სწორედ ის ოთხი მარშრუტი შევარჩიეთ, რომელზეც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება და გადავწყვიტეთ, სწორედ ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა დატვირთვა. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ; 9 მარტიდან, როგორც მოგახსენეთ, ავტობუსები გავა N314-ზე, ხოლო 16 მარტიდან - N301-ზე“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობას 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი აქვს შეძენილი და 50 უკვე თბილისშია. „ეტაპობრივად ხდება ავტობუსების მოწოდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ 40 ერთეულზე ტენდერს. თავიდანვე გვინდოდა 200 ერთეულის ყიდვა, თუმცა, ფინანსებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეულის შეძენა მოგვიწია. წელს უკვე დავამატებთ 40 ერთეულ ავტობუსს, რაც სატრანსპორტო პოლიტიკისთვის, რაც გაჟღერებული გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს