ქობულეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს

აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს - მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

ლაშა კომახიძე ლევან ზოიძეს მიმართავს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა.

„გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის უმძიმესი დასკვნა ქობულეთის მერისა და მისი სამსახურების მუშაობის შესახებ.

აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს.

კერძოდ, აუდიტმა მოიკვლია, რომ მერია არ უზრუნველყოფს შესყიდვების დროულ და საფუძვლიან მონიტორინგს, რის გამოც არ სრულდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში გრძელდება უნებართვო და უკანონო მშენებლობები, რაც მერის და მერიის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს მერიის დაქვემდებარებულ შპს-სა და სამსახურებში ზედმეტად გაცემულია 270, 000 ლარი, ვითომდა ხელფასების სახით. ასევე დადასტურდა 25 000 ლარის უკანონო მითვისების ფაქტი.

დადასტურდა, რომ მერიამ მიითვისა 52 ტონა საწვავი, რომლის მიზნობრივ ხარჯვას ვერ ადასტურებს.

მაშასადამე, გამოვლენილია უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მერი და მერიის სამსახურები ჩართულნი არიან ხალხის ფულის უკანონო მითვისებაში.

მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მერის და მისი დამნაშავე სამსახურების წინააღმდეგ და ბიუჯეტის ქურდები მიეცნენ პასუხისგებაში!

ასევე მივმართავ პირადად ლევან ზოიძეს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა!“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია