ზურაბ ჩიკვილაძე ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვია.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკრებულოს წევრებს ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ უმასპინძლა, რომელმაც ინსტიტუტის საქმიანობის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დროს საკრებულოს დეპუტატებმა ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ფაგოთერაპიის ცენტრი დაათვალიერეს.

შეხვედრისას ზურაბ ჩიკვილაძემ საზოგადოებისა და მეცნიერებისთვის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 100 წლიანი ისტორია აქვს, ეს არის ინსტიტუტი, რომლისკენაც მომართული მსოფლიო ყურადღება საუკუნეა არ ნელდება. მსგავსი ინსტიტუტის არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მათივე ცნობით, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ამჟამად მრავალი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. ადგილზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო ლაბორატორია. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის