ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის ,,სიონმა“, გულშემატკივრებს ახალწვეულები წარუდგინა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბოლნისის ,,სიონი“ ახალ სეზონს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს. წლევანდელ სეზონზე, ბოლნისური კლუბი მაკრონის ფირმის მაისურებით იასპარეზებს.

„ღონისძიებაზე, კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივარს მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.

კლუბის არსებობის ისტორიაში, წელს პირველად ყალიბდება საფეხბურთო სკოლა „სიონი“. სკოლაში აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ექნებათ პერსპექტივა ასპარეზობა საფეხბურთო კლუბ ბოლნისის ,,სიონის“ რიგებში გააგრძელონ.

ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პაპუნა მუშკუდიანი, კომპანია ,,არემჯის“ სიესარ მენეჯერი ზურაბ დევდარიანი და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

დავით შერაზადიშვილმა, ბუბა გობეჯიშვილმა და პაპუნა მუშკუდიანმა ახალწვეულებს გუნდის მაისურები გადასცეს და „სიონს“ ეროვნულ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს კლუბისგან საჩუქრად სპეციალური მაისური გადაეცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება