ანა წითლიძე - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხის დაბრუნება ადასტურებს, რომ პარტნიორებისთვის პრობლემურია ის ცვლილებები, რაც „ოცნებამ“ მიიღო

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხის დაბრუნება ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის პრობლემურია ის ცვლილებები, რომელიც „ოცნებამ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ის, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ.

„ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში და ამის განხილვა იქნება პარიზში დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ცვლილებები, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, არის პრობლემური. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები არ არის ის, რაც საქართველოში საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს შექმნის. მთელი დღის განმავლობაში მქონდა შეხვედრები მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი მოთხოვნა არის ის, რომ ვეტოს დაძლევამდე ეს ვენეციის კომისიაში კიდევ გადაიგზავნოს და საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს კიდევ ერთხელ იმის შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რას იზამს ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“? ცხადია, ისინი აქ წარმოდგენილნი არიან კომიტეტზე და მათი პოზიცია არის ის, რომ არ ეთანხმებიან იმას, რომ კიდევ ერთხელ გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაზე. საბოლოოდ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ. ეს არის ის, რითაც საქართველო შეფასდება, არის თუ არა ღირსი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება