ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის სხვა წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს საშუალოვადიან პერიოდში, რათა შესაძლებელი იყოს უფრო მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე და ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უფრო წარმატებით გამოიყენოს მისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით.

ასევე ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას ევროკავშირისას დააკავშირებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და სხვ. ითქვა, რომ საქართველო ძალისხმევას მიმართავს შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით.

მსოფლიო ბანკის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები პოსტპანდემიურ პერიოდში, რამაც ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა მისცა. აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო