„არემჯის“ 2024 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ

დაბა კაზრეთში „არემჯის“ ცენტრალურ ოფისში კომპანიის 2024 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რჩეულ 25 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ გადასცეს.

„არემჯის“ სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრებს, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 100-ზე მეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. გასაუბრების შედეგად კომპანიის მენეჯერებმა 25 სტუდენტზე შეაჩერეს არჩევანი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში „არემჯისგან“ ფულად წახალისებას მიიღებენ.

„არემჯიმ“ სტუ-ს სტუდენტებისათვის სტიპენდია 2018 წელს დააწესა. პროექტის მიზანს სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ინდუსტრიული ტურის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ ისტორიული მადნეულის კარიერი, დაეთვალიერებინათ „არემჯის“ საწარმოები და ადგილზე გასცნობოდნენ მოპოვების პროცესს.

დღის ბოლოს „არემჯის“ წარმომადგენლებმა სტიპენდიატები ბოლნისში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში მიიწვიეს, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია და ბოლნისელი მცირე მეწარმეების გაძლიერებას ემსახურება. სტუდენტებმა დაათვალიერეს ისტორიული მნიშვნელობის სახლი, გაეცნენ კომპანიის 2023 წლის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს და დააგემოვნეს ბოლნისური ღვინოები.

„ხუთ წელზე მეტია გრძელდება ჩვენი სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა და ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებია სტიპენდიებს გავცემთ არა მხოლოდ გეოლოგიის და სამთო მიმართულების სტუდენტებზე, არამედ მათ დაემატნენ ენერგეტიკოსები, მეტალურგები, ინფორმატიკის და მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები დაგვიბრუნდებიან უკვე ახალი ცოდნით და სამომავლოდ გახდებიან ჩვენი თანამშრომლები“, - აღნიშნავს „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე.

„დღევანდელი დღე ჩემთვის და ამ პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ არემჯის ერთწლიანი სტიპენდია, რაც გვაძლევს დიდ მოტივაციას რომ გავაგრძელოთ სწავლა, კვლევა და ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალებად“, - აღნიშნავს „არემჯის“ 2024 წლის სტიპენდიატი დავით ელისაბედაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება