კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ არგიშტი კიარამიანმა უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან ერთად, პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დარჩაშვილი და გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე იმყოფებიან.

„საქართველოსა და სომხეთის საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა, ოფიციალურ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სწორედ ამ მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტსა და საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა ხელი ქალაქ ერევანში მოაწერეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს, კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ პროექტებზე და თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოლეგა უწყების წარმომადგენლებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები, სომხეთის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები აშოტ სმბატიანი და გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს