შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ისლანდიის რესპუბლიკიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობას. მან ისლანდიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის.

გუდნი იოჰანესონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარა სახელმწიფოებმა საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლონ საერთო მიზნების მისაღწევად.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ინოვაციები, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, რომ ისლანდიამ დიდ წარმატებას მიაღწია წყლის ენერგიისა და გეოთერმული ენერგიის გამოყენების კუთხით.

ისლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი პოტენციალი წყლის ენერგიის გამოყენების მხრივ.

გუდნი იოჰანესონმა გამოხატა საქართველოსთვის ისლანდიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მზაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა