ქართული ღვინის მწარმოებლები იაპონიაში, საერთაშორისო გამოფენაში - Foodex Japan 2024 მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, Foodex Japan 2024-ში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას და პოპულარიზაციას.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებს გამართავენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში Foodex Japan ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები 2015 წლიდან მონაწილეობენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია. 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan იაპონიაში 1976 წლიდან ტარდება და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება”, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება