არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე - ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივაში, ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის ჩართულობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში უნდა ჩამოყალიბდეს.

„როდესაც გააცნო მამუკა მდინარაძემ ეს ინიციატივა საზოგადოებას, მან ამომწურავად ისაუბრა არგუმენტებზე და რაც მთავარია, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა, ჩაერთონ განხილვაში. შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსაზრებები წარადგინონ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ასევე, ეს კანონპროექტი უნდა ჩამოყალიბდეს და შემუშავდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია