„საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალ ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დაემატა

საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებზე ზრუნვას კვლავ აგრძელებს. ამჯერად, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დაემატა, რომელიც სპეციალურად ავტომფლობელებისთვის შეიქმნა და ის მათ საჭიროებებზეა მორგებული.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მანქანის სივრცე ავტომფლობელებს საშუალებას აძლევს საქართველოს ბანკის მობილბანკში დაამატონ საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის მანქანა და აკონტროლონ მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, მათ შორის თვალი მიადევნონ ჯარიმებს, ნახონ მიღებული საპატრულო ვიდეოჯარიმების რაოდენობა და ჯამურად გადახდილი თანხა, აკონტროლონ პარკირების საშვი, შეამოწმონ თუ რა დროა დარჩენილი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე და შეიძინონ ის. ამასთან ერთად, მომხმარებლები აპლიკაციიდან მიიღებენ შეტყობინებებს, რათა არ დაავიწყდეთ ჯარიმისა თუ პარკირების თანხის გადახდა.

„ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი იმ არხში მივაწოდოთ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, იმისთვის რომ უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. პარკირებისა და ჯარიმის მონიტორინგი ყველა ავტომფლობელის საერთო გასაჭირია. ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულს შესაძლოა დაგავიწყდეს ან გამოგრჩეს ჯარიმის გადახდა, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. სწორედ მსგავსი დისკომფორტის ასარიდებლად, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დავამატეთ. ამ სივრცეში შეგიძლია დაამატო შენი და შენი ოჯახის წევრის, მეგობრის, ახლობლის, ავტომობილები და აკონტროლო საპატრულო ვიდეოჯარიმები, ზონალური და თბილისის პარკინგის საშვების ვადები და ის პირდაპირ აპლიკაციიდან გადაიხადო. მანქანის სივრცე მომხმარებლებს არცერთი ჯარიმის დავიწყების უფლებას არ მისცემს, რადგან მას აპლიკაციიდან შეტყობინება რამდენჯერმე მიუვა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

მანქანის სივრცეში ავტომობილის დასამატებლად, საჭიროა გადმოწეროთ ან განაახლოთ მობილბანკის აპლიკაცია. მობილბანკის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია Android ან iOS მოწყობილობებისთვის. მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 1-ელ ივნისამდე მანქანის სივრცით უფასოდ ისარგებლონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის